ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ

24 თებერვალი, 2026
news main image

2026 წლის 20 თებერვალს, თბილისში, სოკარმა სამხრეთ კავკასიაში პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგური გახსნა - პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სიახლეს, არამედ რეგიონის ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს.


სადგური სრულად განკუთვნილია ელექტრომობილებისთვის და აღჭურვილია ოთხი დამტენი ერთეულით, რაც ერთდროულად ექვსი ავტომობილის დამუხტვას უზრუნველყოფს. 120 კვტ სიმძლავრის სწრაფი დამტენები ოთხი ელექტრომობილის სრულ დამუხტვას დაახლოებით 40 წუთში ახორციელებს, ხოლო 22 კვტ დამტენები გათვლილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სადგურზე მდებარე ნულოვანი პლასტმასის კონცეფციის WAY MART-ის მაღაზიასა და კაფეში დროის გატარებას ამჯობინებენ.


სადგური ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მუშაობს, რაც პროექტს კიდევ უფრო ეკომეგობრულსა და ენერგოეფექტურს ხდის. ამჟამად ელექტრომობილების დამტენები ფუნქციონირებს სოკარის 15 ავტოგასამართ სადგურზე, ხოლო ქსელის გაფართოება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.


სრულად ელექტრო სადგურის გახსნა სოკარის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ადასტურებს კომპანიის პოზიციას, როგორც პროგრესული საერთაშორისო ენერგეტიკული ბრენდისა, რომელიც ხელს უწყობს დაბალანსებული და მდგრადი ენერგეტიკული მომავლის ფორმირებას საქართველოში.

additional images
additional images
additional images
additional images
additional images
additional images

დაკავშირებული სიახლეები

news image24 თებერვალი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ

news image26 იანვარი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“

news image05 იანვარი, 2026

ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026

news image03 იანვარი, 2026

2025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ

news image29 დეკემბერი, 2025

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

news image15 დეკემბერი, 2025

ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ

news image09 დეკემბერი, 2025

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ

news image08 დეკემბერი, 2025

ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ

news image02 დეკემბერი, 2025

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ-ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚ ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ

news image01 დეკემბერი, 2025

2024 ᲬᲔᲚᲡ ᲔᲜᲔᲠᲯᲘ ᲑᲐᲠᲐᲗᲖᲔ ᲓᲐᲒᲠᲝᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲕᲐᲓᲐ ᲘᲬᲣᲠᲔᲑᲐ

news image27 ნოემბერი, 2025

ᲨᲐᲕᲘ ᲞᲐᲠᲐᲡᲙᲔᲕᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲛᲔᲠᲔ ᲑᲐᲠᲐᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ

news image17 ნოემბერი, 2025

ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲗᲕᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ

news image07 ნოემბერი, 2025

OFF-ROAD CLUB GEORGIA ᲘᲡᲚᲐᲜᲓᲘᲐᲨᲘ

news image23 ოქტომბერი, 2025

ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲓᲐᲡᲐᲥᲛᲓᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲘᲦᲔ ᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲐ

news image16 ოქტომბერი, 2025

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲘ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲜᲐᲕᲗᲝᲑᲑᲐᲖᲐᲖᲔ

news image09 ოქტომბერი, 2025

SOCAR X SOLO